|
2019-12-28 16:56:54, 2445 ნახვა
საზოგადოება
„ლელო საქართველოსთვის“: ვულოცავთ ვაჟა გაფრინდაშვილს - მან მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი
„ლელო საქართველოსთვის“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნა დგას არა სახელმწიფო სტრუქტურებზე, არამედ ინდივიდუალური გმირობის მაგალითებზე. დღეს, როცა ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების დაცვას საოკუპაციო რეჟიმისაგან, ვაჟა გაფრინდაშვილმა მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი. ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა აქტიურად იდგა დატყვევებული ექიმის ოჯახის გვერდით და ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომლიც დღეს მის გათავისუფლებას მოჰყვა. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებას შეუზღუდავენ. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ვაჟა ექიმს, მის მებრძოლ და სამაგალითო ოჯახს და ვუსურვებთ, რომ სულ მალე გაერთიანებულ და საოკუპაციო რეჟიმისაგან თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)