22:20 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 11:18:15, 2071 ნახვა

საზოგადოება
2019 წელს სახელმწიფომ სოფლად სახლი 1 050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ  სიმონიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულა.

ემზარ სუბელიანის ოჯახს სააგენტომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა.

სუბელიანების დევნილი ოჯახი მრავალწლიანი ლოდინისა და 7 საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემდეგ,  ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდება.  

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

2019 წელს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფომ სახლი 1 050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics