|
2019-12-27 11:36:34, 857 ნახვა
საზოგადოება
რესტავრაციის ლაბორატორიაში 2019 წელს 20 000-ზე მეტი ფურცლის რესტავრაცია ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2019 წლის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 21 046 ფურცელს, 426 ფოტოპოზიტივს, 4 ცალ ფოტოალბომს, 97 ტექნიკურ ნახაზს, 75 გაზეთს, აფიშებსა და სხვა საარქივო მასალას. რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული, XVII-XIX საუკუნეებით დათარიღებული დოკუმენტები: თეიმურაზ I-ის, ერეკლე I-ის, ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის წყალობისა და შეწირულების წიგნები; ისიდორე რამიშვილის პირადი არქივი; საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის მასალა; XIX-XX საუკუნეების პერიოდული გამოცემები; უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ტექნიკური განყოფილების დოკუმენტების ნახაზები; ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების მასალა, მათ შორის აკაკი შანიძისა და ვასილ ამაშუკელის პირადი ფონდები და სხვა. რესტავრაცია ჩაუტარდა კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ ფოტოპოზიტივებსა და ალბომებსაც. ალბომები აერთიანებს ჟანდარმერიის მიერ გორში 1900-იან წლებში დაპატიმრებულთა ფოტოებს, ასევე 1975 წელს თბილისში მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნის ამსახველ ფოტომასალას და ფოტოკადრებს „ქართული ფილმის" ნაწარმოებებიდან. ლაბორატორია ჩართულია დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც, წლის განმავლობაში, დასასკანერებლად მომზადდა, ხელახლა აიკინძა და ყდაში ჩაისვა 874 საქმე.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)