02:46 - 25 Jul, 2026
|
2019-09-26 12:49:46, 1671 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა სრულდება
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. დაახლოებით, 5 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. აღნიშნულ დასახლებაში ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 427 195 ლარია გათვალისწინებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)