|
2019-09-25 17:50:39, 1924 ნახვა
საზოგადოება
„პროფკავშირები“ ტყიბულში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერს მიმართავს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომ ტყიბულში არსებული კრიზისული ვითარების განსახილველად სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა მოიწვიოს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით, ტყიბულში არსებული სიტუაცია მძიმეა და სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს: "აუცილებელია საზოგადოებამ და ინვესტორებმა გააცნობიერონ, რომ შახტები უფრო სოციალური პროექტია ვიდრე მხოლოდ ბიზნეს პროექტი და მეტი ძალისხმევა და ყველა რესურსის გამოყენებაა საჭირო სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან, რათა ქალაქმა შეინმარჩუნოს სიცოცხლე. აღმაშფოთებელია, მეშახტეებისთვის იმ მიზერული ხელფასის დამადლება, რომელსაც წელიწადია იძულებითი უმუშევრობის პირობებში იღებენ, თუმცა ეს თანხაც არაა საკმარისი მათი ოჯახების გამოსაკვებად. ხელფასის ყოველი გადაცილებული დღე ტყიბულისთვის ტრაგედიაა, კომპანია კი უკვე სამი კვირაა ვერ უზრუნველყოფს თანხის გადახდას, რაც სერიოზული უპასუხისმგებლობაა. ვფიქრობთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს, კომპანიამ უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია შახტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გავიდეს მისი მართვიდან. ტყიბულში ახალი ინვესტორის შეყვანა უნდა მოხდეს, რომელსაც ძალუძს უპასუხოს ტყიბულში არსებულ გამოწვევებს. პროფკავშირების გაერთიანება თხოვნით მიმართავს პრემიერ მინისტრს, როგორც სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარეს, სასწრაფოდ მოიწვიოს სხდომა ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით, რათა პასუხი გაეცეს საქართველოს პროფკავშირების ინიციატივებს, როგორც უსაფრთხო შრომასთან ასევე მეშახტეების სოციალურ გარანტიებთან, მათ შორის საპენსიო ასაკის შემცირებასთან, ასევე საშემოსავლო გადასახადის გაუქმებასა და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით ტყიბულში", - ნათქვამია განცხადებაში.
სრული განცხადების სანახავად გადადით ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)