|
2019-09-24 14:37:12, 787 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ასამბლეის 74-ე სესიას დაესწრო
„ერთად ვიმოძრაოთ, უფრო ჯანმრთელი მსოფლიოს ასაშენებლად“, - ამ სიტყვებით გაიხსნა, გაეროს 74-ე ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც წელს, საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკას მიეძღვნა. უმაღლესი დონის შეხვედრას, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარ ოფისში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრნენ. ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს, რომელშიც ასახულია 2030 წლისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის მთავარი ამოცანები და გამოწვევები. დეკლარაციის მიხედვით ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის აღიარება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ინვესტიციაა. განსაკუთრბული ყურადღება დაეთმო, პირველადი ჯანდაცვის როლის განვითარებას მსოფლიოში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)