|
2019-09-23 15:39:02, 1296 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ფრანსუა ვიელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის, გეოგრაფიული აღნიშვნების/ადგილწარმოშობის და დაცული ტერიტორიების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საჭიროების საკითხს გაუსვა. გიორგი ხანიშვილმა ფრანსუა ვიელს ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული აგრარული დარგის და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო და ყურადღება ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც ფრანსუა ვიელმა აღნიშნა, საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკისთვის სანდო პარტნიორია და გამოცდილების და ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)