|
2019-09-21 17:01:28, 2338 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. დასუფთავების აქციის დაწყებამდე, მაია ბითაძემ იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. 1999 წელს, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ვმუშაობდით „ნარჩენების შესახებ კანონზე", რომელიც მხოლოდ 2015 წელს მივიღეთ, სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ისინი ათეული წლების განმავლობაში გვიწევდნენ დახმარებას, რათა იმ მომავალი თაობის ცნობიერება, რომელიც აქ იმყოფება, სხვაგვარი ყოფილიყო. მადლობა მინდა, ასევე გადავუხადო CENN–ს, რომელიც ჩვენი აქტიური პარტნიორია. CENN–ისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, გასულ წელს თბილისში სეპარირებული ურნები განვათავსეთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს. არც ერთი იქ შეგროვებული ნარჩენი არ მიდის ნაგავსაყრელზე, არამედ მეორად პროდუქტად გადაქცევას, რეციკლირებას ექვემდებარება. აქ იმყოფებიან „თბილსერვისის“ წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისის ქუჩების მოვლა-დასუფთავებაზე. მე მოსახლეობის იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების შრომა თუნდაც იმით დაფასდება, რომ დამატებით ნარჩენს არ გადავაგდებთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)