|
2019-09-19 11:19:47, 1072 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ეკლესიის, ყველაზე უარყოფითად კი, პარლამენტის საქმიანობას აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას აფასებს, ხოლო ყველაზე უარყოფითად - პარლამენტის. კერძოდ, ეკლესიის საქმიანობას ძალია კარგად აფასებს გამოკითხულთა 21%, კარგად - 43%, საშუალოდ - 20%, ცუდად 4%, ძალიან ცუდად - 1%. 11%-მა ეკლესიის საქმიანობის შესახებ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა. შემდეგ ადგილს იუსტიციის სახლები იკავებს. იუსტიციის სახლების საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად აფასებს, 49%- კარგად, 25%-საშუალოდ, 7%-ცუდად, 1%- ძალიან ცუდად. რაც შეეხება ჯარს, ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად აფასებს, 45% - კარგად, 28% - საშუალოდ, 6% - ცუდად, 2% კი, ძალიან ცუდად. პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 5% ძალიან კარგად აფასებს, 37%-კარგად, 37%- საშუალოდ, 12%- ცუდად, 2%- ძალიან ცუდად. საკრებულოების (მხოლო თბილისის გარეთ) საქმიანობას 3% ძალიან კარგად აფასებს, 24% - კარგად, 36% საშუალოდ, 17% ცუდად, 3% - ძალიან ცუდად. სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას გამოკითხულთა 3% ძალიან კარგად აფასებს, 22%- კარგად, 37%-საშუალოდ, 11% - ცუდად, 3%-ძალიან ცუდად. მთავარი პროკურატურის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, 11%- კარგად, 34%- საშუალოდ, 21%-ცუდად, 6%-ძალიან ცუდად. სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 10% კარგად აფასებს, 34%- საშუალოდ, 26%- ცუდად, 11%- ძალიან ცუდად. თბილისის საკრებულოს მუშაობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფსებს, 8% - კარგად, 39% - საშუალოდ, 20% - ცუდად, 8% - ძალიან ცუდად. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას 8% - კარგად აფასებს, 39% - საშუალოდ, 32% - ცუდად, 10% კი, ძალიან ცუდად.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)