|
2019-09-19 10:33:58, 7921 ნახვა
საზოგადოება
NDI: მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს - უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისს „გადამეტებული ძალა“ იყო გამოყენებული
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას “ცუდად” აფასებას. ამავე კვლევის თანახმად, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასება იზრდება. საჯარო ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა (64 პროცენტი) და იუსტიციის სახლების (57 პროცენტი) საქმიანობა შეფასდა. თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას კვლავაც უმეტესად დადებითად აფასებენ. “გასული წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობის შეფასება გაუარესდა, რაც სავარაუდოდ, მოსახლეობის მიერ ქვეყნის მიმართულებისა და ეკონომიკის ცუდ შეფასებასთან არის დაკავშირებული. როგორც სამშაბათს გამართულმა კვლევის პრეზენტაციამ აჩვენა, საზოგადოება ეკონომიკურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს”, - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (92 პროცენტი) 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია და, ღია კითხვაში, 55 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას (43 პროცენტი), მაშინ მოქმედ შს მინისტრ გიორგი გახარიას (9 პროცენტი), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას (1-1 პროცენტი) აკისრებს. ასევე, მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 8 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს. გარდა ამისა, ვისაც 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია, მათგან 68 პროცენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენა. მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ და ფიქრობს, რომ მთავრობამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 71 პროცენტს მიაჩნია, რომ მათ მიმართ, ვინც გადამეტებული ძალა გამოიყენა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მათგან ვისაც სმენია 20 ივნისის მოვლენების შესახებ, 46 პროცენტი ეთანხმება, ხოლო 39 პროცენტი არ ეთანხმება გიორგი გახრიას გადადგომის მოთხოვნას. “საზოგადოება 20 ივნისის მოვლენებსა და შემდგომ საპროტესტო აქციებზე მთავრობის პასუხით არ არის კმაყოფილი და პასუხისმგებლობას ძირითადად ხელისფულებას აკისრებს. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სათანადო ზომები გაატაროს და პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა ჩაიდინა. ეს აუცილებელია, რათა მოსახლეობას ჰქონდეს რწმენა, რომ ხელისუფლებას შესწევს უნარი მომავალში საპროტესტო აქციებს მშვიდობიანად გაუმკლავდეს”, - განაცხადა თორნტონმა. მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 19 პროცენტი - მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას”, 9 პროცენტი - ოპოზიციურ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 4-4 პროცენტი “ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს” ასახელებს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოქალაქეების 59 პროცენტი წავიდოდა ხმის მისაცემად, თუმცა მოსახლეობის 57 პროცენტს, ამ მომენტისთვის, არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის შემოხაზავდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)