|
2019-09-18 14:38:27, 1956 ნახვა
საზოგადოება
წოწკოლაური - დევნილების ერთი ჯგუფის პროტესტმა პოლიტიკური სახე მიიღო და ენმ-ს მიერაა მართული
„მინდა გამოვეხმაურო დევნილების ერთი ჯგუფის მიერ გამოთქმულ პროტესტს, რომელმაც მიიღო პოლიტიკური სახე და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“, -ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დევნილების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. „მინდა გამოვეხმაურო დევნილების ერთი ჯგუფის მიერ გამოთქმულ პროტესტს, რომელმაც მიიღო პოლიტიკური სახე და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. აქციის მონაწილე დევნილები თბილისში ბინების განაწილების კომისიის არაგამჭვირვალე მუშაობას აპროტესტებენ. მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თბილისში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული პირისთვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს. სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რაც სრულ გარანტიას გვაძლევს, რომ კომისია გამჭვირვალედ მუშაობს. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ. ამასთან, სამინისტროში შეკრებილი დევნილები აცხადებენ, რომ მინისტრი უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მოგახსენებთ, რომ მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება. ჩვენ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში, აქციის მონაწილე დევნილებს შევხვდეთ და თითოეული მათგანის საკითხი ინდივიდუალურად შევისწავლოთ”, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)