21:20 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 10:25:12, 933 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30%-მა განაცხადა, რომ არაფერი იცვლება, ხოლო 18%-მა აღნიშნა, რომ  ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის თქმით, მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics