|
2019-09-16 14:59:27, 1026 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა
13-დან 15 სექტენბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იყო - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, ხოლო გენერალური სპონსორი ვითიბი ბანკი. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ მხედრები: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან. ტურნირის ორი ეტაპი 13 და 14 სექტემბერს გაიმართა, ხოლო ფინალური ეტაპი 15 სექტემბერს ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებული, დიდი და პატარა გრანპრის მფლობელი გახდა ქართველი მხედარი შალვა გაჩეჩილაძე. ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა: ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ვითიბის თასზე ტურნირი უკვე მეხუთე წელია რაც იმართება, აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული საცხენოსნო სპორტის განვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას.
(R)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)