21:20 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 10:07:57, 930 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეიდან, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

უწყების ცნობით, სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი, 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

სწავლა გადაიდო შემდეგ სკოლებში: თბილისის #122 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #130 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #45 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #60 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #149 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #177 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #191 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #208 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის #23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის #150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), გორის #4 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს).





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics