20:05 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 12:13:52, 2323 ნახვა

საზოგადოება
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლების საერთო რაოდენობა 5.8%-ით გაიზარდა. 

უწყების ცნობით, იმ პირების რაოდენობა, ვინც 24 საათით და მეტი ხნით დარჩნენ ქვეყანაში (ტურისტი) 2%-ით არის გაზრდილი.

ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან გაიზარდა. აღნიშნული ქვეყნებიდან ჯამში 90 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ჯამში, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 1 254 554 ვიზიტი განხორციელდა, აქედან 657 278 ტურისტული იყო. გარდა ამისა, რუსი ვიზიტორების თვალსაზრისით  6%-იანი კლება ფიქსირდება. ამასთან, 23%-ით არის გაზრდილი ვიზიტორების რაოდენონა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics