|
2019-09-12 14:11:07, 1366 ნახვა
საზოგადოება
დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროს ძველი გალავნის ფრაგმენტი აღმოაჩინეს
თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გასამაგრებლად (სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად) გავლებულ ღრმა ჭრილში არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა. კერძოდ, ძველი გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა. პროექტში ჩართული მხარეების: არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი ძველი გალავნის ნაშთები უნდა შენარჩუნდეს, შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე პროექტი დაკორექტირდა. დაკორექტირებული პროექტის მიხედვით, სადრენაჟე სისტემა ვეღარ მოეწყობა, თუმცა შენარჩუნებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა - მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის შედეგად ბუნებრივი წყლების ზემოქმედებისგან დაცული იქნება ციხის გალავანი. დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება კი 2020 წლის ბოლოს იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ტოგონიძის თქმით, პროექტის დაკორექტირებით კულტურული მემკვიდრეობაც შენარჩუნდება და გალავანს წყლებიც ასცდება. „დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო გალავნის კედლის რეაბილიტაცია. როდესაც უკანა კედლის მხარეს ამოვიღეთ ჭრილი, რომ სადრენაჟე მილები ჩაგველაგებინა, აღმოვაჩინეთ ძველი გალავნის კედელი და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები. მას შემდეგ, რაც არქეოლოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაციები, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკორექტირებინა პროექტი ისე, რომ არქეოლოგიური მხარეც შენარჩუნებული და აღწერილი იყოს და იმ წყლების დიდი ოდენობა, რომელიც აზიანებს გალავნის კედელს, ამა თუ იმ გზით ავაცდინოთ გალავანს“, - განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ. ფონდის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა სპეციალისტს, მათ შორის პროექტის ავტორს, მშენებლებს, არქეოლოგებს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)