|
2019-09-11 13:17:01, 1764 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ჩატარდება
14-15 სექტემბერს, 12:00-დან 23:00 საათამდე, ორბელიანის განახლებულ მოედანზე თბილისის მერიისა და კომპანია „სთოლის“ ორგანიზებით, ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფესტივალის ფარგლებში, თბილისში არსებული გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები და მზარეულები მსურველებს მონომენიუებით ორი დღის განმავლობაში გაუმასპინძლდებიან. მისივე თქმით, დაინტერესებული პირები ფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და რეგისტრაციის გავლას სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი ვებგვერდისა და „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით შეძლებენ. „თბილისელებისა და თბილისის სტუმრებისთვის, ასევე, ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ახალ პროექტს - „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ვიწყებთ. თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო პროექტების სერია სახელწოდებით „თბილისური ბაზარი“, რომელიც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ერთგვარი პლატფორმაა და ყოველ შაბათ-კვირას ტარდება. ამჯერად კი ვუერთდებით სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო მიმართულებას და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობის მიზნით, პირველად, თბილისურ „სტრიტ ფუდ“ მარკეტს ჩავატარებთ. ბოლო პერიოდში, თბილისში მრავლად გაჩნდა ახალი, საინტერესო სწრაფი კვების ობიექტები, რომელთა არსებობამაც, პირველი ფესტივალის ჩატარებას მისცა ბიძგი. ორბელიანის მოედანს ნამდვილად სჭირდება მსგავსი პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ დედაქალაქის ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი, რომლის რეაბილიტაციაც ჩვენ ახლახან განვახორციელეთ, უფრო მეტად გამოცოცხლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ფესტივალში მონაწილეობას სწრაფი კვების ობიექტები, საკონდიტროები, მეწარმეები, ღვინისა და კრაფტ ლუდის მწარმოებლები მიიღებენ.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)