19:13 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 14:23:04, 2075 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მისვლას დაპირისპირება მოყვა

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი მივიდა. დეპუტატის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

მანამდე ადგილზე ტელეკომპანია "ობიექტივის" ერთ-ერთი ჟურნალისტი გიორგი კასრაძე იმყოფებოდა, რომლის გამოსვლამაც ხმაური გამოიწვია. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არ მიიწვიეს კონფერენციაზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრები და აგრეთვე, მან ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება გააკრიტიკა, რომელმაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არასწორი თარგმანის გამო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. 

ამის შემდეგ ადგილზე ირმა ინაშვილი მივიდა. დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აქვს პარლამენტის წევრს კონფერენციაზე დასწრების უფლება. ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, რომელმაც ჟურნალისტი ადგილიდან გაიყვანა. ორგანიზატორებმა მოუწოდეს პარლამენტის წევრს დარბაზი დატოვოს. 

მანამდე კი, ინაშვილი ამერიკელ მკვლევარსა და ყოფილ დიპლომატს დევიდ კრამერის დაუპირისპირდა. 

"გიგა ბოკერია ჩვენზე უამრავლ ტყუილს ავრცელებდა ამ კონფერეცნიის ფარგლებში. მოვედი იმისათვის, რომ სათქმელი ვთქვა. მოვედი და ორგანიზატორებს ვთხოვე, რომ შიგნით შევსულიყავი და პატარა მოხსენება გამეკეთებინა, მაგრამ ამის უფლება არ მომსცეს. ვერ ვხვდები, რატომ არ მაქვს უფლება კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა ინაშვილმა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics