17:40 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 19:18:08, 1372 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: პეტრას ციხეზე მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვიწყებთ

პეტრას ციხე, რომელიც არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მალე ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი გახდება.

ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო ნაგებობები და  ავტოსადგომი.

„უახლოეს დღეებში პეტრას ციხეზე ჩვენ ვიწყებთ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული ტურისტებზე. გაჩნდება ახალი სივრცეები. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი“, - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

 სამუშაოები დასრულდება 2020 წელს.  ბიუჯეტი -1 750 000 ლარია.

ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics