17:40 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 16:46:13, 1235 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე: ონკოპაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობისთვის, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიმართება

 „ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების დროული აღმოჩენა და მართვის გაუმჯობესება“, -ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყებას სურს შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, მიაღწიოს შეთანხმებას იმ სახელმწიფოებთან, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიზნით საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი მიდის.

„ვინაიდან ძალიან დიდია მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის მიზნით, უწყება შეეცდება, ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს მათთვის შესაბამისი სტანდარტისა და ხარისხის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics