|
2019-08-25 21:12:17, 10173 ნახვა
საზოგადოება
R2 კვლავ ჟურნალისტების გარეშეა - ნინო თოლორდავა ქრონიკას წაიყვანს თამარ რუხაძე სამსახურის შეცვლას არ გეგმავს
ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვების, ქრონიკის წამყვანი სექტემბრიდან თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, ნინო თოლორდავა იქნება. ამის შესახებ თოლორდავამ ფეისბუქის გვერდზე დაწერა. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რის მიხედვითაც, თოლორდავა სავარაუდოდ, რუსთავი 2-ზე 9-საათიანი კურიერის წამყვანად განიხილებოდა. "ძალიან გახარებული ვარ, რომ ამბავმა ჩემი ტელევიზიაში დაბრუნების შესახებ, ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ვღებულობ უამრავ შეტყობინებას და ზარებს მეგობრებო მინდა გითხრათ, რომ დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემი ადგილია! სექტემბრიდან იმედზე ქრონიკაში შევხვდებით" - დაწერა ნინო თოლორდავამ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავი2-ზე ჟურნალისტი თამარ რუხაძე გადავიდოდა თავად მან უარყო. "დღეს შუადღის შემდეგ ბევრი ზარია ჩემს ტელეფონზე და მესიჯი ინბოქსში. არ ვიცი, საიდან გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ რაც ვიცი, ისაა რომ ძალიან მომწონს რასაც ახლა ვაკეთებ და სამსახურის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ " - დაწერა თამარ რუხაძემ. თამარ რუხაძე 2003 -2007 წლამდე რუსთავი 2-ის მთავარი პროდიუსერი იყო. ამავე წლებში ის, აკეთებდა 9 საათიან "კურიერს". მოგვიანებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ამჟამად თამარ რუხაძე, "აირექს ჯორჯიაში" მუშაობს. რაც შეეხება ნინო თოლორდავას, 2008-2012 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე მოამბის წამყვანი და ჟურნალისტი იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2013-2014 წლებში ტელეკომპანია მაესტროზე გადავიდა, სადაც პოლიტიკური თოქ-შოუ არგუმენტების ავტორი და წამყვანი იყო.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)