|
2019-08-21 23:13:33, 1198 ნახვა
საზოგადოება
22 წლიანი მუშაობის შემდეგ რუსთავი 2 ემა გოგოხიამ და პროდიუსერმა მაკა ფანქველაშვილმაც დატოვეს
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, „კურიერის“ გუნდის თითქმის სრულ შემადგენლობასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტმა ემა გოგოხიამაც დატოვა. 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, "რუსთავი2" "კურიერის" პროდიუსერმა მაკა ფანქველაშვილმაც დატოვა. "1999- 2019 . ჩემი 20 წლიანი სიყვარული " - დაწერა სოციალურ ქსელში ფანქველაშვილმა. „მე ვერ დავრჩები იქ, სადაც ოკუპანტია, მაშინ, როდესაც ჩემი „რუსთავი 2“-ში მუშაობის 22 წლის განმავლობაში, ყოველთვის, როცა მათ წინ ვიდექი, ვცდილობდი, სრულყოფილად დამენახებინა ოკუპანტის სახე მაყურებლისთვის. ვერ დავრჩები იქ, სადაც არ მექნება საშუალება, გავაშუქო პრობლემა, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ გვარდება, რომ ხელისუფლების ნება არ არსებობს. ახლა ის წლები მაძლებინებს, რაც ამ არხზე მუშაობაში გამიტარებია“, - განუცხადა რადიო ათინათს" ემა გოგოხიამ. დღეს რუსთავი 2 საინფორმაციო სამსახურის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში და ოკუპირებულ სინფიროპოლში Wildberry-ის საწყობები დაბომბა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)