|
2019-08-19 10:09:32, 821 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ სოციალური ქსელის მომხმარებლებს დედაქალაქში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
თბილისის მერი კახა კალაძე ბარათაშვილის ხიდზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. როგორც მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაციის შემდეგ საჭირო გახდა ხიდის მოწესრიგება. „ვინც ავტომანქანით გადაადგილდება, დამეთანხმება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბარათაშვილის აღმართი შარშან გავაკეთეთ და გვინდა, მისი გაგრძელებაც მოწესრიგებული იყოს. ამ დროისთვის ხიდის ერთი მხარე ჩაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია. ამაღამ მოვასწრებთ ასფალტის ძველი საფარის მოფრეზვას და ქვედა ფენები მოწესრიგდება. ორივე მხარის მოწყობას 6 დღე დასჭირდება. გარდა ამისა, რამდენიმე დღის განმავლობაში სანაპიროზე, კონკრეტულად იუსტიციის სახლის წინ, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე, მიმდინარეობდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მუშაობდნენ „ყაზტრანსგაზი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, კონკრეტული ადგილები იყო ჩავარდნილი და რთული იყო ავტომანქანებით გადაადგილება, ასევე, იყო სანაპიროზე მტკვრის შემოვარდნის პრობლემა. გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა აღარ იყოს. საგზაო ინფრასტრუქტურა ქვედა ფენებში უკვე მოწყობილია მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე და მარიამობის დღესასწაულამდე მთლიანად მოწესრიგდება ყველაფერი - „ამბასადორთან“ ჩამოსასვლელიც და ბარათაშვილის ხიდიც", - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერმა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბუდაპეშტის ქუჩის სამუშაოები ფაქტობრივად, მთლიანად დასრულებულია, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და განათების ბოძების მონტაჟი, ასფალტის ზედა ფენების დაგება კი რამდენიმე დღეში დაიწყება. რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, უახლოეს დღეებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ვარაზის ხევიდან დაიწყება.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)