10:19 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 15:02:19, 1319 ნახვა

საზოგადოება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან 1 ლარად შეიძენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ, - ამის შესახებ  მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სიმბოლურ ფასად შეიძინონ გარკვეული ტიპის მედიკამენტები. პროგრამაში ძირითადად მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები", - აღნიშნა პრემიერმა.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics