|
2019-08-05 16:48:17, 1288 ნახვა
საზოგადოება
ხაბეიშვილის ინფორმაციით, ივანიშვილი შეკვეთილში გზის იმ ნაწილს ყიდულობს, სადაც აქციები იმართება
"ნაიონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, შეკვეთილში, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისასვლელი გზა არასასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთად დარეგისტრირდა. ხაბეიშვილმა ბიძინა ივანიშვილს შიდა ოკუპანტი უწოდა და აღნიშნა, რომ ის საქართველოში 40 მილიონ კვმ-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ფლობს. "შეკვეთილში, აქციების პარალელურად რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს გურიის ოკუპაციას. შიდა ოკუპანტი ივანიშვილი უკვე საქართველოში ფლობს 40 მილიონ კვმ-ზე მეტ მიწის ნაკვეთს და დამატებით ახლა გადაწყვიტა სახელმწიფოსგან მიიტაცოს გზის ის მონაკვეთი, რომლის საშუალებითაც შეკვეთილში აქციის მონაწილეები ხვდებიან მის რეზიდენციასთან. ანუ გზა რომელიც აქამდე არსებობდა, პირველ აგვისტოს სახელმწიფომ დაირეგისტრირა საკუთარ ქონებაში როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ხაზს ვუსვამ, გზა სადად კონკრეტული ადამიანები გადაადგილდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით წულუკიანმა 27 წუთში დაარეგისტრირა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად და გაამზადა ბიძინა ივანიშვილისთვის მისაყიდად. მოვუწოდებთ კონკრეტულ საჯარო მოხელებსს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ივანიშვილის ხუშტურების ასრულებაში, იქნებიან სისხლის სამართლის დამნაშავეები და მათ წინააღმდეგ დაიწყება სამართლებრივი დევნა. ივანიშვილის სახლტან არსებულ სანაპიროს, რომლითაც ადამიენბმა უნდა ისარგებლონ, და მხოლოდ ამ სანაპიროს მერე იწყება ივანიშვილის საკუთრება, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ ზღვა მიიყვანა მის საკუთრებამდე და ადამიანებს უკრძალავს აქციის გამართვას. ამის შემდეგ თუ ადამიანებს მოუნდებათ აქციის გამართვა ზღვაში უნდა იდგნენ, რომ აქცია ჩაუტარონ ივანიშვილს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)