04:16 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 13:56:06, 1020 ნახვა

საზოგადოება
ლარის გაუფასურების გამო პური, შესაძლოა, გაძვირდეს

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო, პურისა და პურპროდუქტების ფასმა შესაძლოა, მოიმატოს.

ამასთან, სილაგავა მიიჩნევს, რომ ფასის მკვეთრი მატება არ არის მოსალოდნელი.

„ეს იქნება ალბათ ორლარიანი გაძვირება ერთ ტომარა ფქვილზე. ფასები, რომლებიც დღეს არის წისქვილკომბინატებში, 49-50 ლარის ფარგლებში ერთ ტომარა ფქვილზე, დაგეგმილია დაახლოებით 2.75-იან კურსზე, დღეს კი კურსი 3 ლარია. შესაბამისად, რადგან იმპორტირებული გვაქვს ნედლეული – ხორბალი, ეს აისახება ყველაფერზე. სტაბილური ლარის პირობებში კიდევ შეიძლება იფიქრო, რომ ზემოთ არ წავიდეს ფასი. გვქონდა კომუნიკაცია პურის მწარმოებლებთან და ისინიც ერიდებიან ასეთი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, ყველა აკვირდება ლარის კურსის მდგომარეობას“, - განაცხადა ლევან სილაგავამ. 

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics