03:10 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 17:26:48, 1514 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაშავებული 3 წლის გოგონა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მშობლებმა გადაიყვანეს. 

ექიმების ინფორმაციით, ბავშვს ზედაპირული მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება, კვლევები კი ამ დრომდე გრძელდება. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ფოტო - აჭარის ტელევიზია

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics