|
2019-07-27 13:22:17, 2310 ნახვა
საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: ჩემი ძმისშვილის დაკავებით ცდილობენ წელში გადამტეხონ - ამას ცუდი დასასრული ექნება
მორის მაჩალიკაშვილს დღეს თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ, ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მაჩალიკაშვილის მისი ძმისშვილის ბრალეულობას 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილეობასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს. მისივე მტკიცებით, ჰუსეინ (მორის) მაჩალიკაშვილის დაკავება ხელისუფლების შურისძიებაა, რადგან პარლამენტთან კარავი დადგა. „მორის მაჩალიკაშვილის დაკავება არის პირდაპირი შურისძიება, რახან მე გავუშალე კარავი. ყველამ კარგად იცის, იმ დღეს, როცა დავაპირე კარვის გაშლა, იყო წინააღმდეგობა საპატრულო პოლიციის მხრიდან. მატყუებდნენ, რომ მერიას უნდა ჩაეტარებინა ფილების რეაბილიტაცია, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, კარვის გაშლის უფლება მქონდა. 430 დღე-ღამეზე მეტია, ვდგავარ აქ. ჩემ გვერდით იდგა ჩემი ძმისშვილი, რომელიც თემირლანის მკვლელობის მერე, მყავს როგორც თემირლანი. ჰუსეინა, იგივე მორის მაჩალიკაშვილი, მხეცურად მოკლული თემირლანის იგივე ძმაა, ის თემირლანის ადგილას არის დაყენებული. სრული აბსურდია, რაშიც დღეს ადანაშაულებენ, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებები არ მინახავს. იმ დღეს აქ იყო მთელი ქვეყანა. ყველამ კარგად ვიცით, ეს რასაც უკავშირდებოდა; ეს იყო გავრილოვის, მტრის ჩამოყვანა და ჩვენს თავზე დასმა. ჰუსეინა აქ არის 11 თვის განმავლობაში, იმის მოლოდინში, ამათ მხეცურად ჩადენილ დანაშაულზე როდის გაგვცემენ პასუხს. ის იმ აქციის ორგანიზების გულისთვის არ მოსულა. ჰუსეინა 11 თვეა, დგას აქ იმის მოლოდინში, როდის აღიარებს სახელმწიფო თავის ჩადენილ დანაშაულს“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)