|
2019-07-25 10:16:35, 988 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელს, ღასან ხალილსა და ფონდის სხვა წარმოამდგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ბავშვთა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც გასული წლიდან გახუთმაგებული ოდენობით მიეწოდებათ ბავშვიან ოჯახებს. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია განხორციელდეს მძლავრი მონიტორინგი, ოჯახების მიერ თუ რამდენად მიზნობრივად ხმარდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები უშუალოდ ბავშვთა საჭიროებებს. ღასან ხალილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და ეკატერინე ტიკარაძის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, მინისტრის სწორ ხედვად და პრიორიტეტად შეაფასა. გარდა სოციალური დახმარებისა, შეხვედრაზე განიხილეს ბავშვებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების საკითხი. ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე განსაკუთებული ყურადღება დაუთმო დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემას. „ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაკმაყოფილოთ არამხოლოდ ბავშვთა მატერიალური, კვებითი თუ სხვა მსგავსი სახის საჭიროებები, ასევე აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ მათი განათლება და პროფესიული მომზადება. ამის გარეშე წარმოუდგენელია მათი მომავალი და სოციალურად ძლიერი ქვეყანა“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. გაეროს ბავშვთა ფონდმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სწორად დასახული სამომავლო პრიორიტეტები. ხასან ხალილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)