21:17 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 18:33:16, 1697 ნახვა

საზოგადოება
თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება, - ამის შესახებ მერიის განცხადებაშია ნათქვამი. 

"გარდა ამისა, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან მარჯვენა სანაპიროზე, უკიდურეს მარჯვენა ზოლში, კლდის გასწვრივ. შესაბამისად, გმირთა მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტებით:  მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან, ლაგუნა ვერეს მხრიდან; მარშალ გელოვანის გამზირიდან გაგარინის ქუჩის გავლით (ვაჟა ფშაველას გამზირი, ბექას ქუჩა, ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, კოსტავას ქუჩა); ალიევის სახელობის სანაპიროდან გოთუას ქუჩის ან სააკაძის მე-2 გასასვლელის გავლით (სააკაძის მოედანი, ჭაბუკიანის ქუჩა, პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა).

თამარ მეფის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს: გმირთა მოედნისა და ლაგუნა ვერეს გავლით, იუსტიციის სახლის მიმართულებით; გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნის, სააკაძის  პირველი გასასვლელის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით; გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის სააკაძის მოედნის, შარტავასა და გაგარინის ქუჩების გავლით გელოვანის გამზირის მიმართულებით. 

მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics