|
2019-07-10 12:19:52, 944 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ახალგაზრდებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებში ჩართვისკენ მოუწოდებს
თბილისის მერი ახალგაზრდებს მოუწოდებს, სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებით უფრო მეტად დაინტერესდნენ და აქტიურად ჩაერთონ. როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერია აქტიურად ახორციელებს სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამებს, რომელსაც 2 ძირითადი მიმართულება აქვს: ესენია სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა. „მინდა, ამ პროგრამებში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი სტუდენტი იყოს ჩართული. ჩვენ ამისთვის ყველანაირად მზად ვართ, გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა იყოს. სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი. სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე. 100%-ით ვაფინანსებთ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა წარმატებულია და კარგად მუშაობს. წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს და გვინდა, ეს თანხა სტუდენტების მხრიდან მაქსიმალურად იყოს ათვისებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, მერის თქმით, ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება 91 ქულას აღემატება. „სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი. კიდევ ერთხელ მივმართავ სტუდენტებს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ პროგრამებით. ჩვენ მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ განათლების მიღებაში, ხელი შეგიწყოთ, რათა მომავალში თქვენი ცოდნა ჩვენს ქვეყანას მოახმაროთ კეთილ და მნიშვნელოვან საქმეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)