|
2019-07-10 12:06:56, 926 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი ექსპერტები მასტერკლასებს და ვორქშოფებს ჩაატარებენ
თბილისის მერიის ხელშეწყობით სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის უცხოელი პროფესორები და ექსპერტები მასტერკლასებს და ვორქშოფებს ჩაატარებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, პროექტი უნივერსიტეტებთან თანმშრომლობით განხორციელდება. „პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი თბილისში, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებსა და ვორქშოფებს არქიტექტურის, ურბანული განვითარების, კულტურის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ხელოვნების მიმართულებით. საერთო ჯამში ამ ღონისძიებებში 1000-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და უცხოელმა პროფესორებმა გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროებში. ეს მიმართულებები დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით. რა თქმა უნდა, გვჭირდება ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი სისხლი. ამ მიმართულებებში საკმაოდ მცირე რაოდენობის სპეციალისტი გვყავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველასთან ვმუშაობთ, ვიზიარებთ მათ შეხედულებებს და მათ შენიშვნებსაც, თუ რამე გვეშლება, თუმცა დამატებითი ძალები, ახალგაზრდები, მათი ჩართულობა და პროფესიონალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტად ასეთი პროექტების ხელშეწყობით ჩვენ შევძლებთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. სპეციალისტები თბილისს ეწვევიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და ლატვიიდან, გარდა ლექცია-სემინარებისა, უცხოელი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთანაც.
(NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)