|
2019-07-09 12:11:00, 950 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს ვალერი პეკრესს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისში არსებულ გამოწვევებს და პარიზის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტთან. პირველი, რასაც საუბარი შეეხო, ესაა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, რაც მისასალმებელია, თუმცა ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ასევე, ვისაუბრეთ თბილისში არსებულ გამოწვევებზე. გვინდა, რომ ის გამოცდილება, რომელიც პარიზს სხვადასხვა მიმართულებით გააჩნია, გავიზიაროთ თბილისში. მათ მხარდაჭერა აღგვითქვეს სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მათი მხრიდან თანადგომა გვექნება კონკრეტული პროექტების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შევძლებთ, მათი მხარდაჭერით და თანადაფინანსებით, ერთობლივად განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ კი, ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრანგულ მხარეს შეუძლია, პარიზის გამოცდილება საქართველოს დედაქალაქის განვითარების სამსახურში ჩააყენოს. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები ხანგრძლივი, ისტორიული და ტრადიციულად ძალიან კარგია. ბედნიერი ვარ, რომ ვმასპინძლობ თბილისის მერს პარიზის რეგიონში. ჩვენ საშუალება მოგვეცა, გვესაუბრა მომავალ თანამშრომლობაზე. ძირითადად ეს ეხება ქალაქისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს. კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება ჩავაყენოთ საქართველოს დედაქალაქის განვითარების სამსახურში. ასევე, შეგვიძლია დიდი ნახტომი გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რადგან საქართველო უკვე ციფრულ და ტექნოლოგიურ ეკონომიკაში წინწასული ქვეყანაა და შეგვიძლია დიდი დროც მოვიგოთ ამ ახალი ტექნოლოგიების ჩართვით“, - აღნიშნა ვალერი პეკრესმა. შეხვედრას ილ დე ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ჟერომ შარტიე დაესწრო.
(NS)
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)