|
2019-07-03 13:07:26, 886 ნახვა
საზოგადოება
EBD-ის 2020 წლის კონკურსში თბილისის მონაწილეობისთვის დედაქალაქის მერია ფოტოკონკურსს აცხადებს
თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კონკურსის „წლის საუკეთესო ევროპული მიმართულება“ კანდიდატია. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მერია ფოტოკონკურსს გამოაცხადებს იმისთვის, რომ EBD-ზე წარსადგენი საუკეთესო ფოტოები გამოვლინდეს. „თბილისი კონკურსის „წლის საუკეთესო ევროპული მიმართულება“ კანდიდატია. კონკურსს ორგანიზაცია European Best Destinations (EBD) ატარებს. მასში სხვადასხვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას და თბილისიც მოხვდა. ჩვენ ვგეგმავთ ფოტოკონკურსის გამოცხადებას და ძალიან გამიხარდება, თუ მასში ბევრი ფოტოგრაფი ჩაერთვება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ განმარტა, EBD-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული 30 ფოტო იქნება საჭირო. „30 ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო არის საჭირო იმისთვის, რომ EBD-ის კონკურსში მონაწილეობა მივიღოთ. მანამდე, დედაქალაქის მერია გამოაცხადებს კონკურსს და ვთხოვთ ყველა ფოტოგრაფს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში იმიტომ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი დაჯილდოებაა. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2020 წელს EBD-ს საუკეთესო ქალაქი გავხდეთ. ფოტოგრაფებმა ფოტოები მერიის ვებგვერდზე, სპეციალურ გვერდზე უნდა ატვირთონ. შემდეგ საუკეთესოს სპეციალური ჟიური გამოავლენს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. რაც შეეხება EBD-ის კონკურსს, დედაქალაქის მერის თქმით, გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება. „დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. მართლაც ულამაზესია ჩვენი ქალაქი თავისი კულტურით, ტრადიციებით, შენობა-ნაგებობებით, კონკრეტული ადგილებით, რომელიც ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ვინც კი ერთხელ მაინც ყოფილა თბილისში, გამორიცხულია, რომ მეორედ და მესამედ არ ჩამოვიდეს. ჩემი იტალიელი მეგობრები ერთხელ რომ ესტუმრნენ თბილისს, მას მერე მასზე და ქართველ ხალხზე შეყვარებულები არიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ. European Best Destinations-ის ვებგვერდზე თბილისისათვის შეიქმნება სპეციალური საკონკურსო ლინკი სადაც დედაქალაქის და მისი ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა განთავსდება. ამ ბმულით მსურველებს მთელი მსოფლიოდან ექნებათ საშუალება ხმა მისცენ თბილისს, როგორც ევროპის საუკეთესო მიმართულებას მოგზაურობისათვის.
(NS)
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)