|
2019-07-03 12:47:15, 1059 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International – „ბორდერიზაციის“ პროცესი სასაზღვრო ხაზთან ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის
სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრები 100-ზე მეტი ოჯახის ცხოვრების დონე „ბორდერიზაციის“ გამო საგრძნობლად გაუარესდა, - ამის შესახებ Amnesty International-ის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, „ბორდერიზაციის“ პროცესმა, რომელიც 2009 წელს დაიწყო და 2013 წელს გააქტიურდა, ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხზე ორმხრივი გავლენა იქონია. „პირველი, ადგილობრივებმა საძოვრებზე, სახნავ-სათეს მიწებზე, ხეხილის ბაღებზე, ტყის რესურსებსა და წყლის რესურსებზე წვდომა დაკარგეს, რამაც მათ ერთადერთი საარსებო წყარო წაართვა. ამასთანავე, ოფიციალური გადასასვლელების დახურვამ ადგილობრივებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვაჭრობის შესაძლებლობაც შეუზღუდა“, - აღნიშნულია Amnisty International-ის ანგარიშში. ანგარიშში ასევე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ გაუარესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო ბევრმა ადგილობრივმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა. მათი თქმით, სოფლებს უმეტესად ახალგაზრდები ტოვებენ და ან გორში ან თბილისში მიდიან. მოხუცები კი, ძირითადად ადგილზე რჩებიან. „რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საქართველოში ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრები ათასობით ადამიანი უკანონოდ დაკავების რისკის ქვეშაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ გამყოფი ხაზის გადაკვეთას ნათესავების სანახავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების დასამუავებლად თუ ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობისთვის. ადგილობრივი სასოფლო თემები მოწყვეტილი არიან შემოსავლის ძირითად წყაროს და სათანადო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან სხვა ასპექტებს“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიში არის Amnesty International-ის ერთწლიანი კვლევის შედეგი. მავთულხლართებს მიღმა: „ბორდერიზაციით" გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის“ გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე საქართველოში. ანგარიში შეეხება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებების, არასათანადო მოპყრობის, ცხოვრების სათანადო დონის გაუარესების, ოჯახური ცხოვრების უფლებისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის საკითხებს. ანგარიშში შემუშავებულია რეკომენდაციები რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს ხელისუფლების მისამართით.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)