15:18 - 23 Jul, 2026
|
2019-07-02 18:10:23, 1756 ნახვა
საზოგადოება
შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ჯარისკაცი დაშავდა
ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედროები გადაადგილდებოდნენ, შეკვეთილში გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)