|
2019-07-02 13:32:37, 900 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავებისთვის ახალი ტექნიკა შეისყიდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას და მედიას დასუფთავებისთვის განკუთვნილი ახალი ტექნიკა წარუდგინა, რომლითაც „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქს მოემსახურება. კახა კალაძის განცხადებით, 25 ერთეული ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს. „დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ ახალი ტექნიკა, რომელიც ჩვენ ქალაქისთვის შევიძინეთ. 25 ერთეულიდან 22 ნარჩენების მზიდია, ორი თოვლის საწმენდი, ხოლო ერთი გზის დასახაზი. დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თბილისისთვის საკმარისი არ არის. სამასი ერთეული ტექნიკა ემსახურება დედაქალაქს და ბევრია ამორტიზირებული. ჩვენ დაწყებული გვაქვს ჩანაცვლება ახალი მანქანებით, რათა ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, ნარჩენების თვალსაზრისით არ გვქონდეს პრობლემები. მომავალი წლის განმავლობაში ვაპირებთ კიდევ ტექნიკის შესყიდვას, რათა ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული და გამართული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)