14:24 - 23 Jul, 2026
|
2019-06-30 23:37:18, 1196 ნახვა
საზოგადოება
აქციაზე დაშავებული კომაში მყოფი პაციენტი მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნა
„50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გააცნო. მისივე განცხადებით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ დღეს უკვე გაემგზავრა ერთი პირი, მეორე კი ქვეყანას გამთენიისას დატოვებს. 5 პაციენტი განაგრძობს სტაციონარულ მკურნალობას ამ დროისთვის თბილისის სხვადასხვა კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)