14:24 - 23 Jul, 2026
|
2019-06-29 11:22:45, 1823 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა" და „სახელმწიფო უნივერსიტეტი" 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობს. მათივე ცნობით, მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე" არის შესაძლებელი. „სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი"- „ვარკეთილი") შეუფერხებლად მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)