11:00 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 18:32:59, 989 ნახვა

საზოგადოება
აქციის დროს დაშავებულთაგან კლინიკებში 55 პაციენტი რჩება, მათგან 3 მართვით სუნთქვაზე იმყოფება

თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში, ამ დროისთვის 55 პაციენტი რჩება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას 12 სამართალდამცველი.

არსებული მონაცემებით, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება 13 პაციენტი. ამდენივეა მოთავსებული „რეგიონალურ ჰოსპიტალში“.  11 პაციენტს უტარდება სტაციონარული მკურნალობა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში. „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“ რჩება 6 დაშავებული, ხოლო 4  - „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში“. 2-2 პაციენტია მოთავსებული „ამტელ ჰოსპიტალსა“ და „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში“. თითო პაციენტი რჩება „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“, „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში“, „ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics