09:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 20:41:10, 983 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები იკრიბებიან

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან 22:00 საათზე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსავლასა და რუსეთის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

ორგანიზატორების თქმით, აქციაზე მისვლას საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აპირებენ.

შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.

აღნიშნულის შემდეგ რუსი დეპუტატები სასტუმრო "რადისონში" გადაიყვანეს, სადაც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწიათ ყოფნა. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და შენობას კვერცხები დაუშინეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რუსეთის დელეგაციამ სასტუმრო შესახილებისა და სხვასხვა საგნების სროლის ფონზე დატოვა. 

ამ დროისთვის აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics