07:18 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 13:55:42, 896 ნახვა

საზოგადოება
ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

ცესკოში გამართულ სხდომაზე, შემაჯამებელ ოქმს ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა მოაწერეს ხელი.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შესაბამისად, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო 6 635 (38,17 %) ხმა, ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ - 10 749 (61,83%) ხმა.

№1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 43 909, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 18 121-მა ამომრჩეველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics