05:25 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 13:42:58, 1255 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა,თუ როდის დასრულდებამარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები. 

აღნიშნული კითხვით მან მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა და სთხოვა, საზოგადოებისთვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაეცნო. 

კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ცვლილების გამო, ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადები გაიწელა.

„ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ როდის დასრულდება ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მშენებლობის პროექტი შეიცვალა. გვსურდა, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა იქ არსებული ხე-მცენარეები. თუ არ ვცდები, პირველი პროექტით, იქ 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო, რაც სერიოზული პრობლემა იყო და კერძო საკუთრებასაც ვეხებოდით. შესაბამისად, პროექტის ცვლილების გამო, დრო გაიწელა. სამუშაოების დასრულებას ბევრი ადამიანი ელოდება, რადგან საცობის გამო, გამზირზე ჩამოსვლასერიოზული პრობლემაა. ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შვება იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის მოადგილის,ირაკლი ბენდელიანის განცხადებით,ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი, კონსტრუქციულიტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. 

„ორი დღის წინ დასრულდა მოაჯირების მონტაჟი. რადგანაც ესტაკადის დასრულების შემდეგ,მაღალი ინტენსივობით მოძრაობაიქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, იგივე ტიპის ასფალტიგამოვიყენოთ, რაც ბარათაშვილის აღმართზე. ეს სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და შემდეგ, მოსახლეობა შეძლებს,აღნიშნული ესტაკადით ისარგებლოს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics