|
2019-06-07 19:02:48, 1066 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ მომსახურების გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით ქოლ-ცენტრში ინოვაციური სისტემა დანერგა
„ლიბერთიმ“ განახორციელა მომხმარებელთა მხარდაჭერის ავტომატიზაციის პროექტი და ქოლ ცენტრში დაინერგა ახალი სისტემა, რომლითაც მომხმარებელი დისტანციურად იღებს სხვადასხვა ტიპის საბანკო მომსახურებას. მომხმარებელთან კომუნიკაციის ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით, ქოლცენტრის კონსულტანტი, შემომავალი ზარისთანავე, თავიდანვე ამომწურავად ინფორმირებულია მომხმარებლის ისტორიის შესახებ, რაც არსებულ მონაცემებზე მორგებულ სწორ კომუნიკაციას და შესაბამისად მომხმარებლის მოთხოვნაზე სწრაფ რეაგირებას უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანია ის რომ, ზარის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, იღებს საჭირო ინფორმაციას, მისთვის სასურველი საკომუნიკაციო არხის საშუალებით. “ჩვენი მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესება და გამარტივება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები. მომხმარებლის ლოიალურობისა და კმაყოფილების ზრდისთვის, არაერთ ტექნოლოგიურ პროექტზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, საწყის ეტაპზე ქოლ ცენტრში დანერგილი ახალი სისტემით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს და პარალელურად განვტვირთავთ ბანკის სერვის ცენტრებსა და ფილიალებს”- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ
(R)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)