|
2019-06-07 13:36:47, 1084 ნახვა
საზოგადოება
თურნავა: გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში აბონენტების რაოდენობა 1 300 000 ოჯახს მიაღწევს
პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ძალიან ელოდება ჩვენი მოსახლეობა და განხორციელება დაწყებულია, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გეგმა მოიცავს 2019-2021 წლებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 209 მილიონი ლარი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, რათა გაზიფიცირების ინფრასტრუქტურა ყოფილიყო მაქსიმალურად დივერსიფიცირებული და საბოლოო ჯამში მთლიანად საქართველოს აბონენტებს 85%-მდე მოვიცავთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, 85%-ანი მაჩვენებელი საკმარისი არ არის და მთავრობის გამოწვევად სწორედ დარჩენილი 15 % რჩება. მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით იგეგმება პარალელური პროგრამა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის. „ჩვენ შევარჩევთ სხვადასხვა ფორმებს და ტექნოლოგიებს, თუ როგორ მივაწოდოთ სითბო თითოეულ ოჯახს", -აღნიშნა მან. მთლიანად, გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მიაღწევს 1 300 000 ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს 226-ზე მეტი დასახლებული პუნქტია. „აქედან 60-მდე მეტი დასახლებული პუნქტი უკვე წელს თავის ქუჩებში დაინახავს ტექნიკას - სამუშაოები ზოგერთ სოფელში უკვე დაწყებულია, ზოგიერთში კი ეტაპობრივად დაიწყება. მათ შორის არის ისეთი პუნქტები, სადაც ისტორიულად გაზი არასოდეს ყოფილა, ასე მაგალითად, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ტყიბულის რაიონის სოფელი ორპირი, სადაც წელს უკვე იწყება და გაისად დასრულდება მშენებლობა, ქობულეთის რაიონის სოფელი გორგაძეები და ა.შ. მე საკუთარი თვალით ვნახე, თუ რამდენ პერსპექტივებს აჩენს ეს ამ რეგიონებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)