|
2019-06-05 15:06:58, 1422 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გორის მომსახურების კომპლექსზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა
„ვისოლმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურის გახსნით აღნიშნა და ეკო მეგობრული ტრანსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად აქცია. ზაფხულის დასასრულამდე ვისოლი ელექტრომობილების სწრაფდამტენ კიდევ ერთ ავტოგასამართ სადგურს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე განთავსებულ დასვეებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე გახსნის და მომავალში მსგავსი ავტოგასამართი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. გარემოს დაცვის დღეს სწრაფდამტენი სადგური მომხმარებელს უფასოდ მოემსახურება. „ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთო ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, შესაბამისად ის, რომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების სწრაფდამტენი სადგურიც შეემატა, ეს ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზს. „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ და მივესალმებით მსოფლიო ტენდენციებს, რომელსაც საქართველომაც აუბა მხარი და გპირდებით, რომ სქართველოს ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრომობილების მძღოლებს მოძრაობის სრულ კომფორტს შევუქმნით, რადგან სწრაფდამტები სადგური მაქსიმუმ 20-30 წუთში უზრუნველყოს ავტომობილის სრულ გამართვას“, - აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. „ვისოლი“ ელეტქრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ავითარებს. „ი-სპეისი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას. ვისოლმა ელექტრომანქანის დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ზე არსებულ ავტოგასამართ სადგურზე გახსნა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)