|
2019-06-04 12:26:40, 907 ნახვა
საზოგადოება
კაპანაძე - საჭიროა კალანდიასთან ერთად ის მაღალჩინოსნებიც მიეცნენ პასუხისგებაში, ვინც საქმეს აყალბებდა
„ევროპული საქართველოს“ წევრისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას დაკავება მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც კომისიამ ჯერ კიდევ შარშან გამოსცა. მისი განმარტებით, ახლა საჭიროა კალანდიასთან ერთად ის მაღალჩინოსნებიც მიეცნენ პასუხისგებაში, ვინც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეს აყალბებდა. „მიხეილ კალანდია დააკავეს დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეობის ბრალდებით და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიამ შარშან გამოსცა. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ჩვენ გახსოვთ, რომ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე, იმ მასალების ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, გამოვეცით შუალედური რეკომენდაცია, რომ მას უნდა წაყენებოდა ბრალი. დღეს ეს მოხდა და მე მაქვს იმედი, რომ ეს საქმე საბოლოოდ ბოლომდე იქნება მიყვანილი და მართლმსაჯულება შედგება და ის ადამინი, თუ ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ძალიან მძიმე, ტრაგიკულ მკველობაში ბოლომდე იქნებიან დასჯილები. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, იმისათვის, რომ სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, ძალინ მნიშვნელოვანი არის, ის დანარჩენი რეკომენდაციები, რომელიც გამოსცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იყოს შესრულებული. განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობენ პროკურატურასა და შინაგან სამქმეთა სამინისტროში. რომლებმაც ეს საქმე გაამრუდეს თავის დროზე, იმიტომ რომ ამდენი ხანი არ გაგრძელდებოდა ეს გამოძიება, თავის დროზე რომ არ მომხდარი ეს არასამართლიანი ამ საქმის მიმდინარეობის პროცესში. ჩვენ გვყავს იდენტიფიცირებული ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის გაყალბებაში, დაწყებული მირზა სუბელიანიდან, დასრულებული შსს თანამშრომლებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე ეს შედეგი დადგეს და სამართალი ბოლომდე იქნას დაკმაყოფილებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საქმე ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)