|
2019-06-03 17:40:52, 1053 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის ანგარიში - გასულ წელს უმუშევრობის დონე შემცირდა
2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილთა რაოდენობამ 684.5 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7%-ით აღემატება“, - ამის შესახებ 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოხსენებაშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 24.5 ათასით მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. „2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილთა რაოდენობამ 684.5 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7%-ით აღემატება. ეს წინა წელთან შედარებით 24.5 ათასით მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში. 2018 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. ამასთან მთავრობის მეთაურის ანგარიშის თანახმად, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, პირველად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას. დაქირავებით დასაქმებულთა წილმა მთლიან დასაქებაში 50.8% შეაგინა. თვითდასაქმებულები გადადიან დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში და მათი დასაქმება ხდება ეკონომიკის უფრო პროდუქტიულ სექტორში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში, 2018 წლის განმავლობაში სულ მხარდაჭერილია 1008 პროექტი, რომელთა განხორციელების შედეგად, შეიქმნება 10,770-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. 2019 წელს, მარტის მდგომარეობით კი, მხარდაჭერილ იქნა 23 პროექტი, რაც დამატებით 1,300-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს. როგორც პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელწიფო პროგრამა“. „აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული აქტივობების შედეგად, 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის მარტის თვის მდგომარეობით, დასაქმებულია 1011 სამუშაოს მაძიებელი. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა ქალაქ თბილისში და 16 მუნიციპალურ ერთეულში: ესენია: ქობულეთი, ბათუმი, ოზურგეთი, ფოთი, წალენჯიხა, ზუგდიდი, მეტსია, ქუთაისი, ზესტაფონი, ახალციხე, რუსთავი, მარნეული, გორი, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი. პროგრამაში მიმწოდებლად ჩართული იყო 27 პროფესიული სასწავლებელი. რეგისტრაციის პროცესი გაიარა 561-მა სამუშაოს მაძიებელმა. სასწავლო პროცესში ჩაერთო 560 ბენეფიიციარი. სასწავლო პროცესი დაასრულა 560-მა ბენეფიციარმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)