|
2019-06-01 15:34:53, 1554 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა. მსვლელობას, რომელიც დღეს ნინოობის დღესასწაულზე ფოკაში დაიწყო, პრეზიდენტი მოუძღვება. მსვლელობა 42 დღე გაგრძელდება და 12 ივლისს მცხეთაში დასრულდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გზას იქამდე გაივლის, სადამდეც შეძლებს. ის მსვლელობისას თან ატარებს წმინდა ნინოს ჯვარს. „მინდა, სრულიად საქართველოს და ყველას მოვულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და ჩვენ ყველას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის მერე საქართველო გამთლიანდა, საქართველო გაქრისტიანდა და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. მე ყველას გისურვებთ, რომ მისი მადლი გფარავდეთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მსვლელობაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)