00:12 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 10:34:31, 986 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედურ-ქართული ამხანაგური მატჩი გაიმართა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საფეხბურთო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.

შვედეთის საფეხბურთო გუნდის წევრები შვედი დიპლომატები იყვნენ, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ. საქართველოს გუნდი კი ცნობილი ქართველი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომლის კაპიტანი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო. 

მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ  მსგავსი შეხვედრების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ერთი კარგი ამხანაგური შეხვედრა შედგა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. სწორედ, შვედეთი და პოლონეთი იყო ამ პარტნიორობის ინიციატორი. ჩვენ ამ ფორმატში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მიხარია, რომ შვედი დიპლომატების საფეხბურთო გუნდია ჩამოსული. ეს ამხანაგური მატჩი საქართველოში  შვედეთის სამეფოს საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცირებითა და დედაქალაქის მერიის და ფეხბურთის ფედერაციის  ჩართულობით გაიმართა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics